5-08-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება" გამარჯვებულები გამოავლინა. ესენია:
1. „ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლისათვის ციფრული ფორტეპიანოს შეძენა", განმახორციელებელი - ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი
2. „მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება", განმახორციელებელი - შპს მუსიკალური ხელოვნების ცენტრი
3. „მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება", განმახორციელებელი - ა(ა)იპ არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი
4. „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის როიალების შეძენისათვის", განმახორციელებელი - სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
5. „ახალი ინსტრუმენტების შეძენა ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისათვის", განმახორციელებელი - სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი
6. „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება", განმახორციელებელი - სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი
7. „ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში ინსტრუმენტების განახლება", განმახორციელებელი - სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი"
8. „მუსიკალური ინსტრუმენტები თამარ მეფის სკოლა-პანსიონისათვის", განმახორციელებელი - ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონი
9. „სსიპ ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო ინსტრუმენტის განახლება", განმახორციელებელი - სსიპ ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი
10. „სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო - საგანმანათლებლო დაწესებულება ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში ინსტრუმენტების ფონდის განახლება", განმახორციელებელი - სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულება ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელი
11. „ა(ა)იპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლისათვის საკონცერტო როიალის შეძენა", განმახორციელებელი - ა(ა)იპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა
12. „სახელოვნებო სკოლა-წრე წალკაში "ალუბლის ბაღი"-ინსტრუმენტების შეძენა", განმახორციელებელი - ა(ა)იპ "ალუბლის ბაღი"
13. „სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება რუსთავის სამუსიკო სასწავლებელში ინსტრუმენტების განახლება",
განმახორციელებელი - სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 700 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა სულ 27 განმცხადებელმა. ბიუჯეტის ყველაზე დიდი თანხა ინსტრუმენტების განახლების მიზნით მიეკუთვნა სახელმწიფო კონსერვატორიას (300 000 ლარი).