7-08-2021
ლაშა ბექაურს ვაცნობე, რომ მისი სახელობის ახალი დარბაზი აშენდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ არხილოსკალოში განაცხადა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან ერთად ჩავიდა.
"ეს არის უდიდესი სიხარული ჩვენი ქვეყნის, მთელი ერის და განსაკუთრებით აი ამ რაიონის მცხოვრებლებისთვის. მე მინდა ლაშას, ამ გმირ კაცს კიდევ ერთხელ მივულოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება. ეს არის ჩვენი სიამაყე. დღეს მე ლაშას ვაცნობე, რომ მისი სახელობის ახალი დარბაზი აშენდება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.