გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Global Banking&FinanceReview-მ საქართველოს ბანკს „Decade of ExcellenceBankingGroup Georgia 2021“ -ს ჯილდო გადასცა

9-08-2021

საერთაშორისო გამოცემა Global Banking&FinanceReview-მ საქართველოს ბანკი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული სრულყოფილებისთვის “Decade of Excellence”  კატეგორიაში საქართველოში გამარჯვებულ ბანკად დაასახელა.

 

2011 წლიდან მოყოლებული, Global Banking&FinanceReview იმ კომპანიებს ავლენს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ინოვაციებით, მიღწევებით, სტრატეგიითა და პროგრესულობით გამოირჩევიან. გამარჯვებულებს მკვლევართა ჯგუფი რედაქტორთან და გამომცემელთან ერთად ასახელებს.

 

„საქართველოს ბანკისათვის დიდი პატივია „Decade of Excellence 2021“ -ის ჯილდოს მიღება. აღნიშნული ტიტული არა მხოლოდ იმ მიღწევებს ცნობს, რომელიც ბანკმა ათწლეულის მანძილზე, მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად შექმნა, არამედ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის საიმედოობას საერთაშორისო დონეზე. ეს დიდწილად ასევე იმ 2.6 მილიონზე მეტი მომხმარებლის დამსახურებაა, ვინც გვირჩევს ჩვენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, Global Banking&FinanceReview წამყვანი ონლაინ და ბეჭდური ფინანსური ჟურნალია, რომელიც 2010 წელს გაერთიანებულ სამეფოში დაარსდა. ჟურნალი მკითხველს გლობალურ ფინანსურ ტენდენციებსა და მოვლენებზე სიღრმისეულ ანალიზს, მიმოხილვებს, ინტერვიუებსა და ვიდეოებს სთავაზობს. ყოველწლიურად, Global Banking&FinanceReview-ს

200-ზე მეტ ქვეყანაში, 3 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930