გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ და ევროკავშირმა დეზინფორმაციასთან გამკლავებაში თბილისში 18 პედაგოგი გადაამზადა

12-08-2021

კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში" - თბილისში 18 პედაგოგი გადამზადდა. კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ეს ის თემებია, რომლებზეც ტრენინგები საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის მასწავლებლებს ჩაუტარდათ.


მასწავლებლები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდნენ, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა. ტრენინგის ფარგლებში, პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. მათ ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმ პრაქტიკული მეთოდების შესახებ, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ტრენინგის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ასევე ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მნიშვნელობაზე.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, პედაგოგების გადამზადება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელი გადამზადდება. კომუნიკაციების კომისიამ თბილისის მასშტაბით პედაგოგები ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონების შემდეგ გადაამზადა. სერტიფიცირებული ტრენინგის მიზანია, პედაგოგებმა კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარები განივითარონ და მიღებული ცოდნა მოსწავლეებს გაუზიარონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930