გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთში სამხედრო ნაწილზე თავდასხმა მოხდა - არიან დაშავებულები

28-12-2017

თურქეთის, ხაკარის პროვინციაში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილზე თავდასხმა მოხდა.

Haber7-ის ინფორმაციით, წინასწარი ვერსიით, თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.


გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ნაწილზე შეტევა ტყვიამფრქვევით იქნა მიტანილი.


თურქული მედიის ვარაუდით, თავდასხმა „მუშათა შრომის პარტიის“ წევრებმა განახორციელეს.


თურქეთსა და „მუშათა შრომის პარტიის“ კონფლიქტი 30 წელიწადია მიმდინარეობს.


თურქეთის „მუშათა შრომის პარტია“გაეროსა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის მიჩნეული.

წყარო: "პია"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728