16-08-2021
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის 2016 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ეხმიანება. შეთანხმება მიზნად ისახავდა სხვადასხვა დროს გარკვეული ვალდებულებების შესრულებას.
რაც საქართველოს მხრიდან ეტაპობრივად სრულდებოდა. ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა მედიის საშუალებით.
ანალიტიკოსის აზრით, სააკაშვილის პარტიის განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით ძალზედ საყურადღებოა. მათი მიზანია, ამ ხელშეკრულების გაუქმებაა, რათა ბელარუსის "განაწყენებულ" ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიეცეს საშუალება და შეასრულოს პუტინის ერთ-ერთი ამოცანა - ბელარუსმა აღიაროს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. სწორედ ამას ემსახურება ნაციონალების და მათი სატელიტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები.
"ის ისტერიული კამპანია, რომელიც სააკაშვილის პარტიამ, მისმა სატელიტებმა და არასიღრმისეულად ინფორმირებულმა ცალკეულმა უცხოელმა აქტორებმა საქართველო-ბელარუსის 2016 წელს ხელმოწერილ უსაფრთხოების თანამშრომლობაზე (მინსკის მიერ ძალაში შევიდა რამდენიმე დღის წინათ) ატეხეს, საკმაოდ საყურადღებოა."ნაციონალური მოძრაობა" რომ საქართველოს გამყიდველი ძალაა, არაა ახალი ამბავი. მათი მხრიდან მორიგ ავაზაკობას ხომ არ აქვს ადგილი? ხელოვნურად შექმნილი სკანდალის ფონზე, გაუქმდეს ეს შეთანხმება, რათა ბელარუსის 'განაწყენებულ' ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიეცეს საბაბი და შეასრულოს პუტინის ერთ-ერთი ამოცანა - ბელარუსმა აღიაროს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველოს რომ მჭიდრო თანამშრომლობა აქვს დასავლეთის ქვეყნებთან, ეს საყოველთაოდ ცნობილია და კრემლს ყელში აქვს გაჩხერილი. საყურადღებოა, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალმა გოსტევმა შეშფოთებით განაცხადა, რომ შავ ზღვაზე, მათ შორის აფხაზეთთან, ნატო-ს სადაზვერვო ფრენები ბოლო ერთ წელიწადში სამჯერაა გაზრდილი და მოსკოვი ამას უპასუხებს. შეხსენებაც აღარ გვჭირდება, რომ სააკაშვილის სექტის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი ამა თუ იმ მგრძნობიარე სახელმწიფო საკითხზე, ყოველთვის მთავარი საგარეო მტრის, კრემლის ზრახვებს ემსახურება“ - წერს facebook-ზე გია აბაშიძე.