გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ითაა გაზრდილი, განვიხილეთ ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ბრუნვა მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ

22-08-2021

უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი, განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი.

"რაც შეეხება ეკონომიკას და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა უკვე, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი. ასევე, ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ ერთობლივად იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930