გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ხალხი დახოცვა სურს - უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა 100 ადამიანს გადასცდება

22-08-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანი ხალხის დახოცვაა.
ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ჩართვის დროს განაცხადა:


"დღეს (21 აგვისტო რედ.) საქართველოში კოვიდისგან უკვე 80-მდე ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა და მიუხედავად იმისა, რომ გუშინ წამოაყრანტალა ერთ-ერთმა "მუშკეტერმა", რომ არავითარი ნახტომი არ არისო, ისინი ცრუობენ.


მე ველაპარაკე ეპიდემიოლოგებს თბილისში. უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა 100 ადამიანს გადასცდება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე (მართვით სუნთქვაზე გადაყვანის დროს ხორხში სპეციალური მილის შეყვანა ამ ორგანოს ძლიერი შევიწროების ან ტრაქეაში წამლის შეყვანის შემთხვევაში რედ.) და პრაქტიკულად, განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ.


აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც იყო და ჩვენთანაც - საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა რაოდენობით. თავიდან ამ ეპიდემიის მართვა არავინ არ იცოდა, მაგრამ ხალხმა ისწავლა მსოფლიოში ეპიდემიის მართვა და შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ. საქართველოში იტყუებოდნენ, რომ იცოდნენ მართვა და შემდეგ ხელოვნურად არ შემოიტანეს ვაქცინა ივანიშვილის განკარგულებით და მე ამას სრული კომპეტენტურობით ვამტკიცებ, იმიტომ, რომ მე თვითონ ვუშოვნე ვაქცინა და მთავრობამ მაშინ ამაზე უარი თქვა, რამდენიმე სხვა ქვეყანამაც შესთავაზა და სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა ბოლოს (თუმცა არც იღებდნენ ამ ვაქცინას), ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა, იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა, რომ არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში, რომ დაწეროს ნებისმიერი ციფრი და ივანიშვილს უნდა, რომ ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, ისინი უბრალოდ დახოცოს. ეს არის ხალხის გენოციდი! არაფერ შუაში არ არის ყელყელაობა და კეკლუცობა, უნდა ითქვას სიმართლე, რაზე არის აქ საუბარი. ჩვეუ ლ ე ბრივად განადგურებენ ხალხო. და ან ყველანი ერთად ამოვიღებთ ხმას, ან/და ყველა ომში ერთად აღებული საქართველოში, არ დაიღუპა და არ დაიღუპება ამდენი ადამიანი, რამდენიც იღუპება ამ დაავადებისგან, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად არის ამათი გაკეთებული თავისი რუსი ტურისტებით, თავისი შეზღუდვების მოხსნით ყველაზე არასწორ დროს, ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით, მაშინ როცა საჭირო არ იყო და არდაწესებით, მაშინ, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო. ეს არ არის უნიათობა და უუნარობა. ეს არის შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეებისა. ასე, რომ ან ყველანი თვითორგანიზებით ამ ყველაფერს ვაჩერებთ, ან მე არ ვიცი საერთოდ რაზეა ლაპარაკი.მე ვბრძოლობ ამისთვის ბოლომდე! აბა თქვენ იცით!" - განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930