გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტერაბანკის მარნეულის ფილიალი განახლდა

28-12-2017

„ფინანსური სახლის“ კონცეფციით ტერაბანკის კიდევ ერთი ფილიალი განახლდა.
ამიერიდან მარნეულში, რუსთაველის N51ა-ში მდებარე ფილიალი მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს.
„ფინანსური სახლის“ კონცეფცია გულისხმობს ფინანსური მომსახურებისთვის განსაკუთრებული სივრცის შექმნას, სადაც მომხმარებლებს დახვდებათ მყუდრო, თბილი და უშუალო გარემო. ახალი კონცეფციის ფილიალებში მომხმარებლებს დახვდებათ 24-საათიანი ზონები, რიგების მართვის თანამედროვე ტექნოლოგოები და, რაც მთავარია, მათზე მორგებული მომსახურება და შეთავაზებები“-აცხადებენ ბანკის წარმომადგენლები.
2017 წელს „ფინანსური სახლის“ კონცეფციით გაიხსნა 5 და განახლდა 7 ფილიალი. 2018 წლიდან, ტერაბანკი კვლავ გეგმავს ქსელის გაფართოებას და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728