29-12-2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს, 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), აბუსერიძე-ტბელის, ლუსინიანის, იალბუზის, იორის, სამასი არაგველის, ბოდბის, შავსოფლის, არბოშიკის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.