26-08-2021
"ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციაზე მხოლოდ ოცნებობს, რადგან რევოლუციის თავიც არ აქვთ, მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნაციონალური მოძრაობის შიდა კვლევაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ნაციონალური მოძრაობა არის აბსოლუტურად გაკოტრებული, დეგრადირებული ძალა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციაზე ოცნებობს. ახლა უკვე ოცნებობს, იმიტომ, რომ მაგის თავიც არ აქვთ. ამის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, სასტიკად მარცხდებიან ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ამის გარანტიას ვიძლევი. იციან რა, რომ ეს ასეა, სასტიკად მარცხდებიან ყველგან, სწორედ ამიტომ იყო ორი დღის წინ მცდელობა იმისა, რომ თითქოს არჩევნების გადადება მოითხოვეს და აშ.. წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ კანდიდატებიც კი ძლივს შეარჩიეს და შემდეგ ათასი ვერსიები, მათ შორის ეს გაყალბებული, თქვენს მიერ დასახელებული გაუგებარი კვლევები შესთავაზეს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ეს არის სიყალბე, ნაცმოძრაობას აქვს დაახლოებით 20%-მდე თუ არ ვიცი, 17%-ზე აქვს და ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა ის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და გავაგრძელოთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება",-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.