გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ტურიზმის სააგენტო უკვე მუშაობს ლებარდეს ცნობილი კურორტის აღდგენის პროექტზე

26-08-2021

ვიმყოფებით რა ულამაზეს მხარეში, მარტვილში, არ შეიძლება არ აღინიშნოს მარტვილის კანიონი, ლებარდეს კურორტი, რომელიც აუცილებლად აღდგება; უკვე დავალებული მაქვს, ტურიზმის სააგენტო მუშაობს ლებარდეს  ცნობილი კურორტის აღდგენის პროექტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი ტურისტი უნდა ჩავიდეს მარტვილის მუნიციპალიტეტში, რათა გაეცნოს იქ არსებულ უნიკალურ სილამაზეს.


„ჩვენი სურვილია, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს  მარტვილში, მეტმა ნახოს ეს უნიკალური სილამაზე, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური დაცული ტერიტორიები, ტურისტული შესაძლებლობები უნდა იქნას მაქსიმალურად ათვისებული და ამაზე ჩვენი გუნდი მუშაობს აქტიურად", - აღნიშნა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება განათლებული საზოგადოება, განათლებული მომავალი თაობა.


„პროფესიული სასწავლებელი იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ამ მიზნით ჩვენ ვგეგმავთ ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, პროფესიული სასწავლებელი, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს და ჩვენს მოქალაქეებს ახალგაზრდებს, მისცემს საშუალებას, დაეუფლონ ამა თუ იმ პროფესიას და სპეციალობას, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება შემდგომ იმ პროექტებში და საწარმოებში, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. სოფლის მეურნეობის განვითარება და წარმოების განვითარება  ავტომატურად  მოითხოვს  ხარისხიანი, კვალიფიციური  მუშახელის არსებობას,  აი, სწორედ ეს უნდა  დავახვედროთ  ავტომატურად ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა  რეგიონში. განათლების თაობაზე, განათლების მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული  გეგმა, გაწერილი წლების მიხედვით, რა უნდა  გააკეთოს, როგორ გააკეთოს  და რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ისე როგორც ხარისხიანი ჯანდაცვა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა", - აღნიშნა პრემიერმა.


რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 32 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა  რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის თანაბრად განვითარებაში.


„ჩვენ ასევე  დავიწყეთ წელს ერთ-ერთი საინტერესო პროგრამა - „განახლებული რეგიონების პროექტი", რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე ევროპული ტიპის ურბანული ცენტრების შექმნას. ჩვენ ეტაპობრივად, ნელ-ნელა უნდა გადავაქციოთ ყველა ქალაქი და ყველა მუნიციპალიტეტი რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. განვითარება ჩავიტანოთ ყველგან და ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგი, ჩვენი საერთო მიზანი, ამოცანა და გნებავთ ოცნება. ჩვენი გუნდი მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის სწორად მართვაზე, იმ შეცდომების გათვალისწინებით, რომელიც წარსულში შესაძლოა, გვქონოდა, გვქონდეს ამა თუ იმ წელს  და ქვეყანა წავიყვანოთ წინ, რომელიც საბოლოო ჯამში  მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციამდე  და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი დიდი ამოცანა და დიდი ოცნება. რა თქმა უნდა, მერებს აქვთ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და სიფრთხილით ვარჩევთ მერობის კანდიდატებს. მერი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში მოწოდებული, მობილიზებული, რომ მოსახლეობას ადგილზე გადაუჭრას ნებისმიერი სირთულე, ნებისმიერი საკითხი. შევიდეს ყველა სოფელში, ყველა უბანში, მოისმინოს და ოპერატიულად, იქვე ადგილზე მოუგვაროს ყველა პრობლემა, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს და აწუხებს. ცენტრალური მთავრობა, რა თქმა უნდა, ბოლომდე გვერდში  დავუდგებით. ჩვენ  ეტაპობრივად კიდევ უფრო გავზრდით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, რითაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შემოსავლები შემოვა რაიონებში, მუნიციპალიტეტებში და სოფლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930