გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: იქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები, ახალი ტურისტული ადგილები, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, გვაქვს უნიკალური ადგილები, რომლებსაც წარმოჩენა და განვითარება სჭირდება

26-08-2021

ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია ქვეყანაში და ოკუპაციასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი მოქალაქეების უმუშევრობის მაღალი დონე, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამ მიმართულებით ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ტემპებით, მაგარი მუშაობა, მომდევნო წლების განმავლობაში გვჭირდება ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითის შექმნა, ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება, ამ მიზნით ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმები თუ რა უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ვახტანგ გადელიას წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი დაიხარჯება და დაახლოებით 1 300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება.


„ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის მობილიზებას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. სოფელი ფეხზე უნდა დავაყენოთ. ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული რესურსები. თითოეულ მუნიციპალიტეტში, ჩემი დავალებით, იქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები, ახალი ტურისტული ადგილები, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. გვაქვს უნიკალური ადგილები, რომელიც არა თუ უცხოელ ტურისტებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ უნახავთ. ამას სჭირდება წარმოჩენა, ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა და რეალურად განვითარება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 32 მილიარდი ლარი ჯამში დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში. რეალურად, წლების განმავლობაში შეიცვლება მთელი ქვეყნის ლანდშაფტი და მთელი სურათი, სულ სხვანაირ ქვეყანას მივიღებთ რამდენიმე წელიწადში. ამას სჭირდება აქტიური მუშაობა, ინტენსიური მუშაობა, მაგრამ სჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა, რა თქმა უნდა. ასევე, მინდა აღვნიშნო „განახლებული რეგიონები", პროექტი, რომლის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე ურბანული ცენტრების მშენებლობას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, პარკების, სკვერების განახლებას ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი საყვარელი ხალხისთვის", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას.


„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ამ არჩევნების მნიშვნელობა. ჩვენ გვესმის ისიც, რომ გვჭირდება განვითარება, მეორეს მხრივ გვჭირდება, რა თქმა უნდა, სტაბილურობა და სიმშვიდე. ამას სჭირდება პასუხისმგებლიანი გუნდი, როგორც ცენტრალურ მთავრობაში, ასევე ადგილობრივ დონეზე. მერი უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას. 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს მათ პრობლემებზე, მათი საჭიროებების დროულ გადაწყვეტაზე და ყველა სოფელში, ყველა უბანში უნდა შევიდეს თავად თითოეული ჩვენს მიერ არჩეული მერი და ადგილზე გაეცნოს, გადაუწყვიტოს ადგილზე ჩვენს მოქალაქეებს ყველა პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930