გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 საათში კოვიდ ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 753 პირი

31-08-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 605 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 136 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 549 811-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.76%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 493 414.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 408 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა - 423, იმერეთი - 608, ქვემო ქართლი - 244, შიდა ქართლი - 364, გურია - 146, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 405, კახეთი - 438, მცხეთა-მთიანეთი - 159, სამცხე-ჯავახეთი - 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 181, აჭარაში - 993, იმერეთში - 1 125. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში - 705, აჭარაში - 157, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 23. 2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 - თბილისში, 1 033 - აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 11.


სულ 6 ოქტომბრიდან - 30 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 118 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 664, პირი, აჭარაში - 5 975, იმერეთში - 4 199.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930