გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: რასაც დღეს „ნაცმოძრაობა" სჩადის, ეს პოლიტიკური ფარისევლობაა, ვითომ ძალიან წუხან ევროკავშირის დახმარებაზე, თუ სესხებზე

2-09-2021

რასაც დღეს „ნაცმოძრაობა" სჩადის. ამას ჰქვია პოლიტიკური ფარისევლობა, რომ ვითომ ძალიან წუხან ისინი ევროკავშირის დახმარებაზე, თუ სესხებზე და ა.შ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომ 14-მა ოპოზიციურმა პარტიამ ნატოს გენერალურ მდივანს, ევროკავშირის ფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

„14 უდრის ერთს - „ნაცმოძრაობას". რა შუაშია ნატოს გენმდივანი ან შარლ მიშელი ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს, ჩვენ გავაკეთეთ განმარტება ამასთან დაკავშირებით, მემგონი ზედმეტია, ხალხი დავღალეთ, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები და საერთოდაც, ფარისევლობაა ის, რასაც დღეს „ნაცმოძრაობა" სჩადის. ამას ჰქვია პოლიტიკური ფარისევლობა, რომ ვითომ ძალიან წუხან ისინი ევროკავშირის დახმარებაზე, თუ სესხებზე და ა.შ „, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031