გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში რთველი დაიწყო

3-09-2021

კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

რთველი 2021-ის ფარგლებში კახეთში სულ გადამუშავებულია 31 ათას ტონამდე ყურძენი: 8,3 ათასი ტონა საფერავი, 20 ათას ტონამდე რქაწითელი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია,  აქედან 10 ათას ტონაზე მეტი დასეტყვილი ყურძენია.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.

 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, დაზიანებულია 180 ჰა ფართობის ვენახები. 2 სექტემბერს დასეტყვილი ყურძენი შეუფერხებლად გადამუშავდება სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ, ხოლო 26 აგვისტოს დაზიანებული მოსავლის დაბინავება დასასრულს უახლოვდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს  0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ.

ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930