გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, შეგვწევს უნარი, ვმართოთ ქვეყანა, ავიღოთ პასუხისმგებლობა, ვუპატრონოთ და ვემსახუროთ ხალხს

3-09-2021

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს  სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარების შეტანა ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ხალხს სჭირდება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა, მეტი განვითარება, მეტი წინსვლა და მეტი პროგრესი - აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ის გაუთავებელი, გაუაზრებელი პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური ბატალიები, რომელიც არავის აღარ აინტერესებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან მოწოდებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში 7 დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა და „ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა ქართველ ხალხთან ერთად.

„ახლა ჩვენ ვემზადებით მორიგი გამარჯვებისთვის, ჩვენი კანდიდატი, ჩვენი მერი  ბატონი ლაშა გოგიაშვილი, წარმატებული კაცი,  გააგრძელებს მერად მუშაობას და მე მჯერა, რომ ის ღირსეულად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებშიც. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს  სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარების შეტანა ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ხალხს სჭირდება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა, მეტი განვითარება, მეტი წინსვლა და მეტი პროგრესი - აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ის გაუთავებელი, გაუაზრებელი პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური ბატალიები, რომელიც არავის აღარ აინტერესებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან მოწოდებული. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, რომ შეგვწევს უნარი, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხს ვუპატრონოთ და მოვემსახუროთ ჩვენს ძვირფას ერს და ხალხს", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა არაერთი მიმართლებით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ მუშაობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაკეთდა, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა,  სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, გაათმაგებული ტემპებით და ენერგიით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმები და ხედვა, თუ როგორ  განვავითაროთ სოფლის მეურნეობა. 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 2 მილიარდ 500 მილიონი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს მშენებლობას მოვახმართ ამ თანხებს, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამების მეშვეობით. გვაქვს ძალიან  ამბიციური გეგმები, თუ როგორ შევცვალოთ მთელი ქვეყნის სურათი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი და უამრავი სხვა პროექტი, რომლიც აუცილებელია ჩვენი რეგიონების განსავითარებლად. გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930