გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

3-09-2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, თერჯოლაში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და მის დირექტორს, ლალი ღვინეფაძეს გაესაუბრა.


დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში დაცულია მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, პირადი ნივთები. დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს ბოლო წლებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე მოხდა მუზეუმისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, განახლდა მუზეუმში არსებული ექსპოზიცია და ლიტერატურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031