გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი, გვარამია, მელია და ყველა ის კრიმინალი, რომელიც დღემდე ძალადობენ მოსახლეობაზე, ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან

3-09-2021

ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი დამნაშავე, იყო პროკურორის მოადგილე და მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა მთელი ის სისასტიკე და დანაშაულები, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის წინა ხელისუფლების განუყოფელი ნაწილია.

„იგი არის განუყოფელი ნაწილი სააკაშვილის მჩაგვრელი, ანტიეროვნული მოძალადე რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეული სახე არის და გარყვნილების პროპაგანდისტი. შესაბამისად, გვარამია ვერასოდეს აირიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას ეკისრება, რადგან იგი იყო პროკურორის მოადგილე, დღეს არის თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი და განათლების მინისტრი. ამ კონტექსტში შევადარე ბატონ მიხეილ ჩხენკელს. ძალიან მარტივია, რომ სააკაშვილი, გვარამია, მელია, ყველა ის კრიმინალი, რომელიც დღემდე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე, ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში", - განაცხადა პრემიერმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930