გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, სანამ ჩემზე რაიმეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს

4-09-2021

სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ აქედან, რომ სანამ ჩემზე რაიმეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მარტივი საქმე იყო, თავად მამუკა ხაზარაძე ან მისი თანამშრომელი შესულიყვნენ სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე და გადაემოწმებინათ, რამდენი კილომეტრი გზა არის საქართველოში.

„კაცი, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოსულიყო ხელისუფლებაში და რომელმაც 3% აიღო, არ უნდა საუბრობდეს ასეთ ტყუილებზე და ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ უნდა ატყუებდეს. მან თქვა, რომ მე მოვიტყუე და საქართველოში თურმე არის 7 ათასი კილომეტრი გზა და მე ვამბობ, რომ 10 ათასი კილომეტრი გავარემონტეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ჯამში არის 21 101 კილომეტრი გზა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბოლო 8 წელიწადში 10 ატას კილომეტრზე მეტ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აღდგენა. 150 კილომეტრ მაგისტრალური გზა დავაგეთ ჩვენ. ყველა ამ მონაცემზე მე პასუხს ვაგებ და ნებისმიერი ფაქტი და ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ. ვურჩევდი ბატონ ხაზარაძეს, მომავალში გადაამოწმოს ინფორმაცია, გამოითხოვოს და ასე გაავრცელოს ინფორმაცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031