5-09-2021
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ონელებისთვის, რომელიც მგზავრობის მანძილს დაახლოებით 80 კმ-ით ამცირებს, ხოლო დროს საათი და 30 წუთით. ეს გზა მნიშვნელოვანია ტურისტული მარშრუტის განვითარებისთვის, რაჭას და განსაკუთრებით, ზემო რაჭას გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი და ეს გზა მოგვცემს შესაძლებლობას ტურისტული პოტენციალი განვავითაროთ. 6 სოფელი, რომელიც მივიწყებული იყო, ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ეს გზა მოიცავს ლეჩხუმს, ქვემო და ზემო სვანეთს '' - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ,,ქართული ოცნების'' ონის მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშელის წარდგენისას.
გოჩა ენუქიძემ რაჭის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ახალი გზის დასრულების შემდეგ რაჭა დიდი ტურისტული მიზიდულობის ცენტი გახდება.
,,არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო საუკუნის პროექტს, რომელიც დღეს დავათვალიერეთ. ეს გზა მნიშვნელოვანია ტურისტული მარშრუტის განვითარებისთვის, რაჭას და განსაკუთრებით, ზემო რაჭას გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი და ეს გზა მოგვცემს შესაძლებლობას ტურისტული პოტენციალი განვავითაროთ. 6 სოფელი, რომელიც მივიწყებული იყო, ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ეს გზა მოიცავს ლეჩხუმს, ქვემო და ზემო სვანეთს. მოგეხსენებათ ტურისტულად ძალიან დატვირთულია მესტია, როდესაც ტურისტი მესტიაში ამოვა ის უკან აღარ დაბრუნდება. აუცილებლად მოინდომებს ლენტეხის და ცაგერის გავლით, ასევე, რაჭის გავლით, ამ დიდ ტურისტული მარშრუტის გავლას და ეს არის ჩვენთვის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ამ გზის გახსნის შემდგომ გვექნება. არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო სამხარეო მუზეუმის მშენებლობის საკითხს. სამუშაოები 6 მილიონი ლარი ჯდება. მუზეუმში დაცულია 14 000 ეგზემპლარი. მინდა მადლობა გადავუხადო მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს, ასე რუდუნებით შეინახეს ეს ეგზემპლარები და ჩვენამდე მოიტანეს. სამუშაოები მალე დასრულდება, რაც ჩვენთვის ტურისტული მიზიდულობის ახალ ადგილს შექმნის. „ქართული ოცნება" არის უალტერნატივო ძალა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და იმ დაწყებულ დიდ საქმეებს , რომელზეც ნაწილობრივ აქ ვისაუბრეთ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ" - განაცხადა გოცა ენუქიძემ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა მადლობა გადაუხადა მოქმედ მერს დავით ჩიკვაიძეს და წარმატება უსურვა მომავალ მერს.