გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე დაახლოებით 40 ღვინის კომპანია არსებობდა საქართველოში, დღეს არის 340 ღვინის მწარმოებელი კომპანია, ათასობით მარანი და უამრავი საწარმო

5-09-2021

მე მინდა მაგალითისთვის და შედარებისთვის  გავიხსენო თუ რა დაგვხვდა ჩვენ სოფლის მეურნეობაში მანამდე - პირველ ოქტომბრამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მევენახეობის დარგის განვითარებას არავითარი ყურადღება არ ეთმობოდა.

„აქ გვესწრება ბატონი ლევან დავითაშვილი, ძალიან კვალიფიციური, პროფესიონალი მინისტრი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული დარგის. უნდა აღინიშნოს ასევე ის, რომ მევენახეობის მიმართულებით არავითარი ყურადღება არ ეთმობოდა ამ დარგის განვითარებას. ჩვენ რეალურად სტრატეგიული დარგის  დანიშნულება  მივეცით მევენახეობას და ზოგადად ვაზის კულტურის განვითარებას. რითაც ჩვენ, ქართველები ვამაყობთ, როგორც პირველი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, რომელსაც 8000-წლოვანი ისტორია აქვს. 2012 წლამდე დაახლოებით 40  ღვინის კომპანია არსებობდა  საქართველოში, დღეს არის 340 ღვინის მწარმოებელი კომპანია, ათასობით მარანი და უამრავი საწარმო გაიხსნა და განვითარდა.  მე ვიცი, რომ აქაც, ცაგერშიც ანალოგიურად გაჩნდა ახალი  საწარმოები და კიდევ უფრო მეტი უნდა გაჩნდეს. უნდა შევუწყოთ ხელი  პატარა,  მცირე მეურნეობების, მარნების განვითარებას, პატარა ტურისტული მიზიდულობის  ცენტრების განვითარებას. ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ამ უნიკალური ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება შეძლოთ ჩვენ, ამ მიმართულებით მთავრობაც  გამოყოფს სოლიდურ თანხებს, სოლიდურ ინვესტიციებს განახორციელებს და რა თქმა უნდა, ასევე კერძო ინვესტორებს ხელს შევუწყობთ, რომ მათაც ანალოგიურად განახორციელონ სოლიდური ინვესტიციები", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930