გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს სააკაშვილი; შევპირდი, ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და თანაც გარემონტებულ ციხეში შევაბრძანებთ

5-09-2021

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისი პროვოკაციები ღიმილისმომგვრელია.

„მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ ციხეში, გარემონტებულ ციხეში სხვათა შორის. ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ ყველას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს, ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და სტუმარი მიატოვა და მიწაზე იფორთხიალა. შემდეგ გახსოვთ ცნობილი კადრები, უკრაინაში როგორ ათრიეს თმებით. ასე, რომ ნებისმიერი მისი რაღაც მორიგი სულელური პროვოკაცია ჩვენში მხოლოდ ღიმილს იწვევს. თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს, რატომ ვერ ჩამოდის, 9 წელი გავიდა. იმიტომ, რომ კურდღელია, ლაჩარი და მშიშარა კაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930