გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: 2023 წელი იქნება სტარტი იმისთვის, რომ ხორცი შევასხათ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას და ამბიციას, რასაც 2030 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარება ჰქვია

25-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება უკვე ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს ბაკურიანში და ზამთრის სხვა კურორტებზე.

ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.


მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის როლი ამ მიმართულებით. კონკრეტულად, ეს იყო ზურაბ კოსტავას და გიორგი რამიშვილის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ. ჩვენ პროცესში აქტიურად ჩავერთეთ. შედგა ჩემი ვიზიტი შვეიცარიაში, სენტ-მორიცში, სადაც ჯან ფრანკო კასპერთან ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე და დავაფიქსირეთ ჩვენი თხოვნა და მზაობა. შემდგომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, სათხილამურო ფედერაციასთან ერთად და ჩვენ დღეს გვაქვს ეს შედეგი, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდი ვალდებულებაც არის. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა მოვამზადოთ ამისთვის.


2023 წელი იქნება სტარტი იმისთვის, რომ ჩვენ ხორცი შევასხათ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას და ამბიციას, რასაც 2030 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარება ჰქვია.


თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება უკვე ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს ბაკურიანში, გუდაურში და ზამთრის კურორტებზე, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა ჩემპიონატის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება. ეს არის ძალიან დიდი პატივი და ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარება, მაგრამ ამავე დროს - პასუხისმგებლობაც.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930