გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპინების ელჩს შეხვდა

7-09-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ფილიპინების ელჩს შეხვდა.


მედეა ჯანიაშვილმა და ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ელენა ალგაბრემ საქართველოსა და ფილიპინებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას და უსაფრთხო მიმოსვლას.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.


" ჩვენ გვქონდა გაცნობითი სახის შეხვედრა ფილიპინების ელჩთან. ჩვენ გავუზიარეთ პანდემიის მართვის პროცესი ტურიზმის ინდუსტრიაში. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს წამყვან ტურისტულ პროდუქტებსა და იმ პერსპექტივებზე რაც დაგვეხმარება მოვიზიდოთ ტურისტული ნაკადი ჩვენს ქვეყანაში."-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930