8-09-2021
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე- პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ- მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქარველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან.
სომხეთის დელეგაციაშია ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, რომელიც დღეს თავის ქართველ კოლეგას შეხვდება.