10-09-2021
"ეროვნული ფორუმის" ყოფილი ლიდერის, ამჯამად პარლამენტის დეპუტატ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ის ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე პირნათელია, რადგან 2016 წელს გააფრთხილა, რომ მხარი ერთი პოლიტიკური ძალისთვის არ უნდა დეჭირა.
ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.
"2016 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნების" ოფისში შევხვდი.
მე ბიძინა ივანიშვილის წინაშე პირნათელი ვარ, რასაც ვფიქრობდი ვუთა~ხარი და გავაფრთხილე. სხვებისგან განსხვავებით, მისთვის არ მითქვამს, რომ "გენიალური გადაწყვეტილება მიიღო" როცა ერთ პოლიტიკურ ძალას დაუჭირა მხარი.
ბიძინა გვერდზე უნდა გაწეულიყო და არბიტრად დარჩენილიყო! ასეთ შემთხვევაში მას გაცილებით მეტი მანევრირების უნარი ექნებოდა.
ეს რომ ვუთხარი, ივანიშვილმა მიპასუხა - ვიფიქრებო. მაგრამ, იფიქრა, იფიქრა და მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
გულწრფელად გეუბნებით, არ მინდა ყველაფერი ცუდი ბიძინა ივანიშვილს დააბრალონ, რადგან ბატონ ბიძინას სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურება აქვს" - განაცხადა სანიკიძემ.
ამავე ინტერვიუში, გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილს ემიგრირებულ ლენინს ადარებს, თუმცა აცხადებს, რომ ისტორიაში ყველაფერი ზუსტად არ მეორდება და ემიგრირებიდან დაბრუნებულ ყველა ადამიანს რევოლუციის მოწყობა არ შეუძლია.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით