13-09-2021
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ონის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი სოფელ ჟაშქვისა და ონჭევის მოსახლეობას შეხვდა.
"პირადად ჩემთვის და ჩემიგ უნდისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ მიგრაციის პროცესს.
ონის მუნიციპალიტეტის და მისი სოფლების მოსახლეობის პირველადი საჭიროებების მოგვარება, მომავალი განვითარების მთავარი წინაპირობაა.
ამიტომ მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად შევქმნით ონის წარმატებულ მომავალს!“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშელმა.