გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა გაიმართება

27-05-2018

საქართველოში პირველად, კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა გაიმართება. რბოლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. ავტორბოლამ სტარტი დღეს ევროპის მოედნიდან აიღო და მას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოი ვითაკერის ინიციატივით და ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში ავტორბოლის მონაწილეები ჯამში 900 კილომეტრს გაივლიან. მოივლიან საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს, გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. ავტორბოლაში 15-მდე საკოლექციო ავტომობილი მონაწილეობს.რბოლა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება დათბილისში დასრულდება.


„დღეს თბილისში სტარტი აიღო რბოლამ კლასიკური ავტომობილებით. რბოლა დაიწყო თბილისიდან და მონაწილეები მთელი საქართველოს მასშტაბით 900 კილომეტრს გაივლიან. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, დედაქალაქს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. რბოლაში მონაწილეობის მისაღებად პილოტები ჩამოსულები არიან ინგლისიდან, ამერიკიდან. მინდა მათ მშვიდობიანი გზა ვუსურვო. ისინი ბევრ საინტერესო, ღირსშესანიშნავ ადგილებს ნახავენ და დიდ სიამოვნებას მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა.


რბოლის მარშრუტი დაიგეგმა საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა GAF და Transport Security Consultants-ის მიერ.


რბოლაში ბრიტანელი და ქართველი ეკიპაჟის წევრები სტარტს კახეთისკენ აიღებენ.


27 მაისს რბოლას შეუერთდება ამერიკელი NASCAR მრბოლელი ჯენ კობი რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული.


ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან 11 ჟურნალისტი ეწვია. ჟურნალისტთა ჯგუფი ტურიზმის სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოვიდა.


პროექტის გენერალური სპონსორები არიან - Wissol, Benefits Georgia, BADAGONI, Step in Georgia, Adjara Group.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია, საქართველოს საელჩო ბრიტანეთში და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031