გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

14-09-2021

თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დააანონსა. ასევე, გაეცნო ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას.

 

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურა აჭარაში შენდებოდეს ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტული ტურიზმის განვითარებას.

 

,,მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქობულეთში ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი. პროექტი უკვე დასრულებულია. წლის ბოლოსთვის დასრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა. ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა , რაც გავითვალისწინეთ. ავუშენებთ ძალიან თანამედროვე სპორტ კომპლექსს, რომელიც ახალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ამ მუნიციპალიტეტს. დაახლოებით, 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის. როგორც ქობულეთისთვის, ახალგაზრდებისთვის , ასევე უბრალოდ სტუმრისთვის იქნება ახალი, ძალიან საინტერესო მიმართულება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

კომპლექსის პროექტირების  და ლანდშაფტური დაგეგმარების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა უკვე განხორციელდა. სპორტული კომპლექსის პროექტი ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის  მინი მოედანს, 3 დარბაზს. გარდა ამისა საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურ საფარიანი და ქვიშის საფარიანი 2 მოედანი მოეწყობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031