გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და სიძლიერე გადის სწორედ ვაქცინაციაზე, ეპიდსიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ, მაგრამ არ უნდა მოვეშვათ, საჭიროა მაქსიმალურად მობილიზება, რათა ეს განსაცდელი ყველამ ერთად გავიაროთ

14-09-2021

ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სწორად მართვაზე; რა თქმა უნდა, ჩვენ მივისწრაფვით, რომ ეტაპობრივად, ქვეყანამ შეძლოს ადგილობრივი წარმოების განვითარება და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს იმპორტირებული საქონელი და ამას სჭირდება ძალიან თანმიმდევრული, სწორი მუშაობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ტურიზმის მიმართულებით აქვს ძალიან ამბიციური გეგმები.

„ყველა მუნიციპალიტეტზე იქნება სწორად მორგებული, სწორად დამუშავებული გეგმები და პროექტები. მათ შორის, ჩვენ აღვადგენთ ყველა ძველ კურორტს და ასევე, ახალ ტურისტულ ცენტრებს შევქმნით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ქვეყანაში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებელი ჩამოვიდეს. ჩვენ წელს გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ახლა, რაც მართლაც უპრეცედენტოა მთელს რეგიონში და მათ შორის, ევროპის მასშტაბითაც. ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გახსნილიყო, სწრაფად მომხდარიყო ეკონომიკის აღდგენა, თუნდაც ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპებით. დაახლოებით მილიონ-ნახევარი ვიზიტორი გვყავდა ჩვენ წელს უკვე და რაც მთავარია, ამ მიმართულებით გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ არ დაკეტილიყო ქვეყანა. ამისთვის შემოვიტანეთ ვაქცინებიც, მილიონობით ვაქცინა შემოვიდა, ყველა სახის, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი და მთავარი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის სწორედ არჩევანის მიცემა, არჩევანის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. როცა აძლევ არჩევანს მოქალაქეს და თავად ირჩევს, თავად წყვეტს, რა უნდა გააკეთოს - გაიკეთოს ვაქცინა, თუ არ უნდა გაიკეთოს, როგორი ტიპის ვაქცინა უნდა გაიკეთოს.  ჩვენ კარგად ვიცით, რომ გვინდა ეს, თუ არ გვინდა, მართლაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და სიძლიერე გადის სწორედ ვაქცინაციაზე, ამიტომ, ჩვენ ეს განსაცდელი უნდა ვმართოთ, ერთად უნდა გავიაროთ ეს პროცესი და ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. სიტუაცია, რა თქმა უნდა, მიდის დამშვიდებისკენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვეშვათ. საჭიროა მაქსიმალურად მობილიზება, იმისთვის რომ ეს განსაცდელი ჩვენ, ყველამ ერთად გავიაროთ. ეს თვე არის საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ  სიტუაცია მშვიდდება და სტაბილურდება", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზაცია, რათა „ქართულმა ოცნებამ" მერვე არჩევნებში გაიმარჯვოს დამაჯერებლად

„ბუნებრივია, ჩვენ სრულ მობილიზაციას ვაცხადებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ" მერვე არჩევნებში გაიმარჯვოს დამაჯერებლად და ძალიან ღირსეულად, ისე როგორც არის ჩვენი სტილი და ჩვენი ხელწერა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს, ჩვენი მერები იმარჯვებენ ყველგან და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ჩვენ არავის არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930