გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოციალურ ქსელში გავრცელებული მგლის დატყვევების კადრებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს

15-09-2021

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მგლის დატყვევებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული რეაგირება მოახდინეს - სამართალდამრღვევის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე.


მოქალაქეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მგელი, საკუთრებაში არსებული საკალმახის ტერიტორიაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.


აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინეს, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს 100-დან 500 ლარამდე და 1000-ლარიან ჯარიმას, ასევე ცხოველის კონფისკაციას.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარეული ცხოველის კონფისკაცია მოახდინეს. მგელს ცხვარიჭამიაში, ცხოველთა თავშესაფარში დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე მიაბარებენ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930