გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციამ პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ 1 წლის წინ ბინძური კამპანია წამოიწყო, მათი მთავარი მიზანია მოხდეს ეკლესიის, ჯარის, პოლიციის დისკრედიტაცია

17-09-2021

ოპოზიციამ პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ 1 წლის წინ ბინძური კამპანია წამოიწყო, მათი მთავარი მიზანია მოხდეს ეკლესიის, ჯარის, პოლიციის დისკრედიტაცია მათი დემორალიზების მიზნით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პატრიარქს სრულ ნდობას უცხადებს, მის სიტყვას გადამწყვეტ დროს ყოველთვის დიდი წონა აქვს და პატრიარქის დისკრედიტაციის მიზნით მის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო ომიც ძალიან მარტივი გათვლაა, რომელიც მტრულად განწყობილი ორგანიზაციების და ქვეყნების ხელწერაა.


„მინდა გავიხსენო პატრიარქის, ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ აგორებული ძალიან ბინძური კამპანია, რომელიც წამოიწყეს დაახლოებით ერთი წლის წინ. რა არის მათი რეალური მოტივაცია და რა დგას მათი ამ ზრახვების უკან, რა არის რეალური მიზანი-მოგეხსენებათ, რომ პატრიარქი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა ქვეყანაში. მას ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უცხადებს სრულ ნდობას. ეს ასეა ათეული წლებია და ასეც იქნება. რა თქმა უნდა, პატრიარქის სიტყვას გადამწყვეტ დროს ყოველთვის დიდი წონა აქვს, ისე როგორც ეკლესიას, საპატრიარქოს, მღვდელმთავრებს, რომლებიც ძალიან ავტორიტეტული და პატივსაცემი ადამიანები არიან. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ მოხდეს აი ასეთი ფიგურების, ავტორიტეტების, ინსტიტუტების, ეკლესიის, ჯარის, პოლიციის დისკრედიტაცია, რომ ნელ-ნელა მოხდეს დემორალიზება. ჩვენი მოქალაქეები ისედაც ამდენ პრობლემებში არიან, სიღარიბე, გაჭირვება, პანდემიაც დაემატა. რა თქმა უნდა, ამას თუ დაემატება ეს საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, ასე უნდა ითქვას, ეს არის ომი, პროპაგანდა, ბინძური კამპანია, რა თქმა უნდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ნიჰილისტურ განწყობებს გააღვივებს საზოგადოებაში. ეს ძალიან მარტივი გათვლაა, ჩვეულებრივი სპეცსამსახურების ხელწერაა. მტრულად განწყობილი ორგანიზაციების და ქვეყნების ხელწერაა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, სხვადასხვა წყაროებიდან ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული ჩანაწერების გავრცელება იგეგმებოდა საჯარო პირებზე.


„ბუნებრივია, სხვადასხვა წყაროებიდან, უამრავი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე და ვიცოდით. მით უმეტეს, თავად სააკაშვილმა დააანონსა ამის თაობაზე. ვიცით რა მათი ხელწერა, რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები და ეს ფაქტიც, გაჟონვა ინფორმაციების და ამ ტყუილ-მართალის ატვირთვა ადასტურებს, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930