გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან და გარდაბნის მერთან ერთად მარტყოფში სამუსიკო სკოლის განახლებული შენობა გახსნა

18-09-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად სოფელ მარტყოფში სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლის სრულად განახლებული შენობა გახსნა.


მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის ახალი შენობა დაათვალიერეს. საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი და საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი. საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „ბეთანია, ადგილობრივი ანსამბლი „აკრიანე" და თბილსის სიმფონიური ორკესტრი.


მარტყოფის სულხან ცინცაძის სახე ლობის სამუსიკო სკოლა 1969 წელს კომპოზიტორების, სულხან ცინცაძისა და ოთარ თაქთაქიშვილის თაოსნობით დაარსდა.


ინფორმაციისთვის, სამუსიკო სკოლის შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სკოლის აღდგენა 2019 წელს დაიწყო და დასრულდა 2020 წელს, თუმცა პანდემიის ფონზე ამ დრომდე ვერ მოხერხდა სკოლის ოფიციალურად გახსნა. მოცემული პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 276 626 ლარით დაფინანსდა. დღეს სამუსიკო სკოლის ახალი შენობა აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა მუსიკალური საკრავით არის უზრუნველყოფილი. სკოლაში სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებაზე 54 მოსწავლე სწავლობს და სასწავლებელი მაღალკვალიფიციური პედაგოგებით არის დაკომპლექტებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930