21-09-2021
კაპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ - ორბელიანების სასახლე მუზეუმში სასახლემდე მისასვლელი გზის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა დაათვალიერა.
მოსამზადებელი სამუშაოს ანუ შიდა ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, მისასვლელი მოპირკეთდება ქვაფენილითა და ბაზალტის საფეხურებით.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ძეგლის ტერიტორიაზე ვიზიტორთათვის კომფორტული და მოწესრიგებული გარემო შეიქმნება.
რეაბიიტაციის სამუშაოებს შპს „სიპკი“ ასრულებს, რომელმაც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექრონულ ტენდერში გაიმარჯვა.
შესასრულებული სამუშაოების ღირებულება 73 660 ლარია, საგარანტიო ვადა კი 5 წელი.
აღნიშნული მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა და არა მარტო ვიზიტორთა, არამედ ახალდაქორწინებულთა სანახაობით და ჯვრისწერის ადგილად იქცა. მუზეუმი ჩვენი სოფლის სიამაყე და ისტორიაა, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჭიხინაშვილმა.