გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალში ამ ე.წ. აღიარებას არანაირი მომავალი არ აქვს

29-05-2018

სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"სირიის ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, საქართველოს ამ ძირძველი კუთხეების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.


სირიის რეჟიმის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის მიერ რუსეთიდან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამ ფაქტით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში ილუზიების შექმნას ცდილობენ.


ეს არის რუსეთის მიერ მანიპულირებადი რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევისა, რასაც ადეკვატერი ქმედებები მოყვება საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალში ამ ე.წ. აღიარებას არანაირი მომავალი არა აქვს“ -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031