27-09-2021
2021 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ქალაქ ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (USAID, GIZ, EU, ADA, FAO, UNDP, EBRD, WB) ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია, როგორც ინდუსტრიის დახმარებასა და გაძლიერებაზე, ასევე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზე. კერძოდ:
სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება - ტურიზმის კანონი, ეკო-ტურიზმის სტრატეგია, აგრო ტურიზმის სამოქმედო გეგმა, ტურიზმის აღდგენის სამოქმედო გეგმა.
ახალი ტურისტული ადგილების, პროდუქტებისა და სერვისების განვითარება.
მცირე გრანტების პროგრამები ტურიზმის კერძო სექტორისთვის.
კერძო და საჯარო დიალოგის ხელშეწყობა და პლატფორმის შექმნა.
ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.
ციფრული ტრანსფორმირების ხელშეწყობა.
მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტრენინგების ორგანიზება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
DMO-ების განვითარების მხარდაჭერა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების განახლება და ოპერირების მხარდაჭერა.
პოსტ-პანდემიურ პერიოდში ინდუსტრიის აღდგენის მხარდაჭერა (მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა კერძო სექტორისთვის, ახალი ინიციატივების წარდგენა) 2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა შეთანხმება და მემორანდუმი მომზადდა შემდეგ ქვეყნებთან: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ისრაელი, კორეა, სან-მარინო და მავრიკი.