გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

2-10-2021

თეა წულუკიანი: „დღეს კიდევ ერთხელ გავაკეთე არჩევანი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ." საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა სოფელ დიღმის N56 უბანზე, N210 საჯარო სკოლაში მისცა.


„დღეს კიდევ ერთხელ არჩევანი გავაკეთე, „ქართული ოცნების" სასარგებლოდ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ხანი, მანამ, სანამ ახალი თაობები ჩაგვანაცვლებენ, იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს არჩევანი მე გავაკეთე მშვიდ გარემოში, როგორც ამას დღეს ჩემი არაერთი თანამემამულე გააკეთებს და ეს ხდება იმის წყალობით, რომ გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იქნა აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად და არეულობის მოსაწყობად. რაც მთავარია, ის ქვეყანაში შემოვიდა კურდღელივით, როგორც ეს მას სჩვევია. ის დაკავებულია და მოთავსებულია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც, რა თქმა უნდა, მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იქნება დაცული. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მშვიდ გარემოში დღეს ყველანი ვიყოთ ორგანიზებულები, გავაკეთოთ არჩევანი იმიტომ, რომ დღეს ჩვენ არჩევნებში აქტიურად მონაწილეობით ბეჭედს ვუსვამთ იმ წარსულს, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ გუშინდელი დაკავების ფაქტით დასრულდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930