გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილის სპეციალური განცხადება

31-05-2018

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან და მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება. თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა. მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა და მჯერა, რომ ირაკლი და მისი უწყება ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყველა დამნაშავეს ადეკვატურად ეგო პასუხი კანონის წინაშე. სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამოძიების სანდოობა დაზარალებულის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ეჭვის ქვეშ დადგა, რასაც მთავარი პროკურორის მხრიდან მყისიერად მოჰყვა უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი. ირაკლი შოთაძის გადადგომა არის ის სრულიად ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრება იყო ქართული ოცნების თაოსნობით განხორციელებული 2012 წლის სახალხო რევოლუციის მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაზარალებულ ოჯახებს და გამოვთქვა რწმენა, რომ მართლმსაჯულება ყოველ მიზეზ გარეშე აღსრულდება!“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930