გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ჩხოროწყუში, მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

21-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება.


რიგით მეორე შეხვედრა ჩხოროწყუში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ დათო გოგუასთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან გაიმართა.


შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და ჩხოროწყუს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კობა ჯიქია.
დღესვე შეხვედრები გაიმართება, წალენჯიხასა და ზუგდიდში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31