გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობისთვის, და მათი კანდიდატებისთვის ხმის მიცემა ძალიან დიდი სირცხვილია

22-10-2021

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს საარჩევნო შტაბის წევრებთან, ხობში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხობში განუცხადა.


პრემიერის შეფასებით, გასაგებია, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო, ხობში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა მმართველ გუნდს სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული და „ქართული ოცნების" კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.


„ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა, მჩაგვრელ და ბოროტ ძალას პერსპექტივა არ აქვს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის", სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ. ასე, რომ მინდა, ხობის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომდევნო თვეების განმავლობაში. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათი რეალური პრობლემების გადაჭრას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930