23-10-2021
მთავარია მობილიზაცია და გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ცაგერში, მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ცაგერში მეორე ტურის მოგება პრინციპულია.
„ვხვდებით ჩვენი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს, ვსაუბრობთ მეორე ტურზე. ჩვენთვის პრინციპულია ცაგერში მეორე ტურის მოგება, დარწმუნებული ვართ ამაში, პირველი ტურის მონაცემები იცით როგორი იყო, ჩვენს კანდიდატს გიორგი ნემსაძეს მხოლოდ 45 ხმა დააკლდა. მეორე ტურში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, მთავარია მობილიზაცია და გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.