გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ქუთაისის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია სიძულვილსა და აგრესიაზე

23-10-2021

ქუთაისის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია სიძულვილსა და აგრესიაზე - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურის მოგება პრინციპულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქუთაისში, რისთვისაც საჭიროა სრული მობილიზაცია.


„ქუთაისში შედგა შეხვედრა პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან, აქაც საუბარი გვქონდა მეორე ტურისთვის სამზადისზე. არჩევნების მეორე ტურის მოგება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქუთაისში, დარწმუნებული ვართ ამ გამარჯვებაში. ამისთვის საჭიროა სრული მობილიზაცია როგორც ჩვენი აქტივის, ისე საზოგადოების. ქუთაისის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია სიძულვილსა და აგრესიაზე" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031