გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძემ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" გააცნო

23-10-2021

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და სამთავრობო პროგრამის - ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" გადაწყვეტილება პირადად გააცნო. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია და წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.


აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" სამთავრობო პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება.


პროგრამის ბიუჯეტი 80 მლნ ლარს შეადგენს. მომდევნო 4 წლის გამავლობაში ბათუმში აღარ იქნება ავარიული საცხოვრებელი სახლები. პროგრამის ფარგლებში საჭიროების მქონე ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ახალი უსაფრთხო საცხოვრისით.


ე.წ. შანხაის დასახლებაში მცხოვრები 150 ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესი უკვე დაწყებულია.


ასევე, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930