გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ნაცმოძრაობაზე: რაც მალე შეეგუებიან წაგებას, კრახს და სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას, მით უკეთესი მათთვის, ვურჩევდი, დროზე იფიქრონ სხვა სამსახურზე

24-10-2021

როგორი სიმართლეც აღმოჩნდა სამეგრელოში ჩვენს მიერ დაგეგმილი რაღაც გიჟური სპეცოპერაციის ჩატარება, ასეთივე სიმართლეა დღევანდელი ბრიფინგიც, რომელიც გვარამიამ, ამ არარაობამ ჩაატარა დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ისინი ატყუებენ არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს და მთლიანად მოსახლეობას, არამედ საკუთარ თავსაც იტყუებენ.


„გასაგებია, რომ ამას აკეთებენ იმისთვის, რომ დაძაბონ ვითარება, საერთაშორისო საზოგადოების თვალში რაღაც აბსურდული თეატრები დადგან, მაგრამ ეს მცდელობაც კრახით დასრულდება და ჩვენ მშვიდობიან არჩევნებს ჩავატარებთ და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ. წარმოიდგინეთ, ამ რადიკალურმა ოპოზიციამ წააგო არჩევნები, რეფერენდუმი წააგო, ჩვენ 47%-იანი შედეგი დავდეთ, ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა და თქვა, რომ ჩვენ გვსურს, დასრულდეს ეს დესტაბილიზაცია, „ქართულმა ოცნებამ" გააგრძელოს მმართველობა და მშვიდობიანი პერიოდი დადგეს მომდევნო 3 წლის განმავლობაში. მათი მთავარი ლიდერი, ბელადი, ეს ავადმყოფი კაცი თავისი ფეხით შევიდა ციხეში, ამის მიუხედავად გამოდიან და ყოველდღე საუბრობენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს და ხალხს ეუბნებიან, 30 ოქტომბერს საბოლოოდ გავიმარჯვებთო. წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდში და ილუზიებში არიან. რაც მალე შეეგუებიან ისინი ამ წაგებას, ამ კრახს, სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას, მით უკეთესი მათთვის. ვურჩევდი ყველას, მათ, რომ დროზე იფიქრონ სხვა სამსახურზე, სხვა საქმიანობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930