24-10-2021
45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვდომოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული მთავრობა ნამდვილ დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს.
„სააკაშვილის დროს არჩევნებს აყალბებდნენ და ათასობით ბიულეტენს ყრიდნენ პირდაპირ საარჩევნო ყუთებში. თქვენ რომ გაყალბებაზე საუბრობთ, ეს დიდი უხერხულობა და დიდი სირცხვილია. ორი მაგალითი დავასახელე გუშინ - ცაგერი და ბაღდათი. 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვდომოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ჩვენ ვართ ნამდვილად დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ნამდვილ დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.