გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ოთხი ბავშვი სასიკვდილოდ გაწირეს, მეუღლე ცოცხლად დამიწვეს, შვილი შუაზე გადაჭრეს, ხელფეხშეკრული დახვრიტეს და კართან დამიგდეს, მეორე შვილი დანით სასტიკად აწამეს, სახლი გადამიწვეს - დოდო სიდიანი აფრასიძე ეცერის კოშმარს იხსენებს

26-10-2021

მეუღლე ცოცხლად დამიწვეს, შვილი შუაზე გადაჭრეს, ხელფეხშეკრული დახვრიტეს და კართან დამიგდეს, მეორე შვილი დანით სასტიკად აწამეს, სახლი გადამიწვეს, მიწასთან გაასწორეს, მარტო ჩვენ კი არა, მთელ უბანს გაუხსნეს ცეცხლი.


სპეცოპერაციაში ვერტმფრენები და ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ჰაერიდან და მიწიდან გვესროდნენ. ტყვიები სახლში წვიმასავით ცვიოდა. რაღაც სასწაულით მოვასწარით და ბავშვები საწოლის ქვეშ შევყარეთ, მე და ჩემი რძალი ზემოდან გადავეფარეთ - ამის შესახებ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ სვანეთში სასტიკი სპეცოპერაციის დროს დარბეული აფრასიძეების ოჯახის წევრმა დოდო სიდიანი-აფრასიძემ გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


"იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ. კარგი, დავუშვათ, რომ უფროსები დამნაშავეები იყვნენ, უდანაშაულო ბავშვებს რას ერჩოდნენ? ოთხი ბავშვი სასიკვდილოდ გაწირეს! ტყვიების წვიმაში მათი გადარჩენა სასწაული იყო.


ხელფეხშეკრული ომეხი ეზოში გაიყვანეს და ჩემი შვილიშვილის თვალწინ დახვრიტეს. ბავშვს ეს სისასტიკე აყურებინეს, ასეთი სიმწარე გამოაცდევინეს. არასდროს დამავიწყდება ერთი პოლიციელის სიტყვები: ქმარი მოგიკალით, შვილი მოგიკალით, სახლი დაგიწვით და ახლა შეგიძლია მშვიდად იცხოვროო. სხვა დეტალების მოყოლას აღარ დავიწყებ, ისედაც განადგურებულებს როგორ დაგვცინოდნენ, მიმძიმს ყველაფრის გახსენება.


ისიც საკმარისია გავიხსენო, როგორ ითბობდა ხელებს გია ბარამიძე ჩემი სახლის ფიცრებზე და ჩემი მეუღლის ძვლებზე გაჩაღებულ კოცონზე" - განაცხადა დოდო სიდიანი-აფრასიძემ.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031