გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სად სააკაშვილი და სად პედიატრი კომაროვსკი, მხოლოდ პედიატრიული პრაქტიკით რომ იყოს ცნობილი კომაროვსკი - ჯანდაბას, ის წელიწადის უდიდეს ნაწილს ატარებს რუსეთში და ყირიმს ანექსირებულ ტერიტორიად არ თვლის - დავით ქართველიშვილი

26-10-2021

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წინასააეჩევნო პერიოდში, ექიმი კომაროვსკი ჯერ შედიოდა მის მომხრეთა ბანაკში, ხოლო შემდგომ მალევე გამოვიდა იქიდან - ისე არ გამოვიდეს, რომ ტუსაღმა სააკაშვილმა ზელენსკიზე იმითაც იძიოს შური, რომ ამჟამად საქართველო აქციოს ზელენსკის მოწინააღმდეგეთა თავშესაფარ პლაცდარმად:


„ეს ხალხი დატვირთეთ, რაც შეიძლება!“ - იტყოდა ალბათ ვაჟა ზაზაევიჩი მიშას ადვოკატებზე, ყოველ შემთხვევაში, ესენიც თუ ჩემი „შთაგონების წყაროები“ გახდებოდნენ, ვერც კი წარმოვიდგენდი. მაშ ასე: „ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში, ასევე, ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.


ვეტერინარიც მედიკოსია პრინციპში, იღონდ პირუტყვის. და კომაროვსკიც მედიკოსია - ოღონდ პედიატრი, რაც ასე მორცხვად დაუმალა „პაციენტის“ ჭირისუფლებს გელხაურმა. სხვათა შორის, ბავშვთა ენურეზის სფეროში განთქმული სპეციალისტია - აქედან გასაგები ხდება მიშასთვის ლეიბების ხშირი გამოცვლის აკვიატებული თემა. კომაროვსკი ასევე ცნობილია ნაყინის პოპულარიზაციის თემატიკით (https://vm.ru/.../800150-komarovskij-obuyasnil-kak-s...) და როგორც ჩანს კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება თაფლის თერაპიის, „მაროჟნის“ თერაპიით ჩანაცვლების თაობაზე.


მაგრამ მხოლოდ პედიატრიული პრაქტიკით რომ იყოს ცნობილი კომაროვსკი - ჯანდაბას. როგორც ჩანს, მიშას უკრაინიდან იქაური მეხუთე კოლონის აქტივისტები ჩამოყავს ნელ-ნელა საქართველოში. ექიმი კომაროვსკი საკუთარ ქვეყანაში ცნობილია, როგორც ე.წ. „უკრაინიზაციისა“ და საკუთარ სამშობლოში უკრაინული ენის სავალდებულო ცოდნის ხისტი მოწინააღმდეგე.


ექიმი კომაროვსკი წელიწადის უდიდეს ნაწილს ატარებს რუსეთში, სადაც გარდა პედიატრიული პრაქტიკისა, იგი საგანმანათლებლო საქმიანობითაც არის დაკავებული. ერთ-ერთ ინტერვიუში, კითხვაზე, რას ინატრებდით - მან უპასუხა: „პუტინთან ერთად სათევზაოდ წასვლაზე, სადაც დონბასის საკითხებსაც მოვაგვარებდით“.


ნიშანდობლივია, რომ ექიმი კომაროვსკი არ თვლის ყირიმს ანექსირებულ ტერიტორიად - ასე რომ გასაგებია, „როგორ“ მოაგვარებდნენ ისინი დონბასის პრობლემას. ჩვენთვის კი საკითხავი სულ სხვა რამ არის - რა „თევზის დასაჭერად“ ჩამოდის იგი ამჟამად უკვე საქართველოში?


იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წინასააეჩევნო პერიოდში, ექიმი კომაროვსკი ჯერ შედიოდა მის მომხრეთა ბანაკში, ხოლო შემდგომ მალევე გამოვიდა იქიდან - ისე არ გამოვიდეს, რომ ტუსაღმა სააკაშვილმა ზელენსკიზე იმითაც იძიოს შური, რომ ამჟამად საქართველო აქციოს ზელენსკის მოწინააღმდეგეთა თავშესაფარ პლაცდარმად. ისევე, როგორც სამწუხაროდ, ზელენსკიმ აქცია სულ ახლო წარსულში უკრაინა - საქართველოს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ტერორისტთა თავშესაფარად. „შემთხვევითი“ არაა, რომ ორიოდე დღის წინ სააკაშვილის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა, ცნობილმა ტელეჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ასევე გაასწორა მიწასთან ზელენსკი, ხოლო ერთი კვირის წინ პირველად გააკრიტიკა უკრაინის მისწრაფება ევროკავშირისკენ.


ანუ რა ხდება? ჩვენი მეხუთე კოლონა აღარ გვყოფნის და ამჟამად უკრაინული სანაგვეც შემოვიერთოთ. თუ სასწრაფოდ მივიღოთ „პოლიტიკური ნარჩენების კოდექსი“ და მისით ვიხელმძღვანელოთ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად?“ - წერს დავით ქართველიშვილი.


ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან.


ამასთან, გიორგი გელხაური ამბობს, რომ საქმეში ჩართულია უკრაინული მხარე და უკრაინელი მედიკოსები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930