გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 საათში კოვიდ ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 624 პირი

30-10-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 815 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 603 კვლევა ანტიგენის ტესტით და 24 212 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 610 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 715 865-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.82%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 655 129.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 003 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა - 154, იმერეთი - 871, ქვემო ქართლი - 324, შიდა ქართლი - 324, გურია - 118, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 316, კახეთი - 577, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 707 საიდანაც:
• 6 377 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 407, აჭარაში - 522, იმერეთში - 1 345.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 593 პირი, მათ შორის, თბილისში - 583, აჭარაში - 132, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 42, იმერეთში - 31.
• 1 086 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 188 - აჭარაში.
• 43 244 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 5.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 29 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 404 ადამიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930