გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის" გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო

30-10-2021

ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის" გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი ყველაზე მეტად ვისზეც რადიკალურად რეაგირებს და წყობილებიდან გამოდის, ეს არის მელია.

„ძალიან კარგად მოგეხსენებათ რომ სააკაშვილის დამოკიდებულება მელიას მიმართ არის რადიკალურად განსხვავებული და აბსოლუტურად ნეგატიური. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის" გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო.


სააკაშვილი ყველაზე მეტად ვისზეც რეაგირებს რადიკალურად და გამოდის წყობილებიდან, ეს არის მელია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31